logo_geo
eng_logo
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
- +

24 იანვარი. 2021. 16:17

 

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

 

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეუძლიათ ცალმხრივად, ნუცუბიძის ფერდობიდან (ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან) ვაშლიჯვრის მიმართულებით. ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის მიმართულებით კი მოძრაობა დაშვებულია „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება დაშვებულია გოძიაშვილის ქუჩიდან მარშალ გელოვანის გამზირის, ი. გაგარინისა და ი. ბერიტაშვილის ქუჩების გავლით. 

 

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

 

სამუშაოების ფარგლებში, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს, ფეხით მოსიარულეებისა და ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner