logo_geo
eng_logo
ევდოშვილის ქუჩის N2/10-ში დაზიანებული სახურავი იცვლება
- +

26 თებერვალი. 2021. 15:10

 

 

დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩის N2/10-ში დაზიანებული სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაციის სამუშაოები 600 კვ.მ ფართობზე ხორციელდება. აღნიშნული კორპუსი ორსადარბაზოიანია და 47 ოჯახი ბინადრობს.

 

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

 

აღნიშნული პროექტი დიდუბის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 12 000 ლარია გამოყოფილი.

 

დაზიანებული სახურავების შეკეთება დამატებით სამ კორპუსში იგეგმება, პროექტი აკაკი წერეთლის გამზირის N91-ში, თევდორე მღვდლის ქუჩის N14-სა და დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-15 კორპუსში განხორციელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner