logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ადამიანი გარდაიცვალა, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და მოსმენის შედეგად! სად არის ნინო ლომჯარია?!
- +

3 მარტი. 2021. 18:32

 

კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომლის ფარნა მახოხაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ის აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტის ნახვის შემდეგ მისი ბებია გარდაიცვალა, იურისტი თამთა მეგრელიშვილი ეხმაურება.

 

„ტვ პირველზე“ გავრცელებულ სიუჟეტში ფარნა მახოხიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევაში დასდეს ბრალი.

 

იურისტი თამთა მეგრელიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს და საქმის დეტალურად შესწავლას სთხოვს:

 

„ბადრი ბასიშვილის, მიჰას ზონდერის, 7 ნოემბრისა და „იმედის“ დამრბევის ყურში ნაჩურჩულები ტექსტებით, „ტვ პირველმა “ და „გლავკანალმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფარნა მახოხაშვილმა დაარბია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიო“ (ოპოზიცია ასე ირწმუნებაო).

 

ფაქტია, ამ ცრუ ინფორმაციის მოსმენის შედეგად ფარნა მახოხაშვილს ოჯახის წევრი გარდაეცვალა. დიახ, მოხუცმა ბებიამ გაჟღერებული ინფორმაცია მოისმინა, შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა!!! სად ვცხოვრობთ!!! როდემდე უნდა გაგრძელდეს გადაუმოწმებელი ინფორმაციითა და ცრუ ბრალდებებით ადამიანებისა და ოჯახების ტერორი და განადგურება?! გამოფხიზლდით!

 

ადამიანი გარდაიცვალა ხალხო, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და მოსმენის შედეგად!

 

ცალკე თემაა ოპოზიციიდანაც რომ კლავენ და ცოდვის კალოს ატრიალებენ... ოპოზიციის გარდა, მედიაზონდერებიც კლავენ... მაგრამ, მე ახლა სხვა რამ მაინტერესებს. სად არის ნინო ლომჯარია? რამდენი საათი გავიდა ამ ფაქტის შემდეგ და ხმას არ იღებს. ეტყობა ვერ მიიღო ჯერ ნარატივი, საიდანაც იღებს ხოლმე...

 

ნინო ლომჟარია, სტატუსი სახალხო დამცველი გესმის რას ნიშნავს?! გასაგებია, რომ ოპოზიციაში გადასასვლელად ემზადები, მაგრამ ჯერ კიდევ სახალხო დამცველი გქვია!!! სა ხალ ხო !!! ანუ პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის მიუხედავად ყველა უნდა დაიცვა! შენი შერჩევითი დამოკიდებულება მიუღებელია! ველოდები შენს რეაგირებას!“, - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner