logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

9 აპრილი. 2021. 11:45

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

 

არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა მემორიალი სიმბოლურად - ტიტებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner