logo_geo
eng_logo
ჯანმო: კორონავირუსის წარმოშობის დადგენის ძალისხმევა დამნაშავის პოვნის მცდელობა არ არის
- +

23 ივლისი. 2021. 17:22

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტარიკ იასარევიჩმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის ძალისხმევა დამნაშავის პოვნის მცდელობა არ არის.

 

„ეს არ ეხება პოლიტიკას, ეს არ არის დამნაშავის პოვნის მცდელობა. ეს ეხება ძირითადად მოთხოვნას, რომელიც ყველამ უნდა შევეცადოთ გავიგოთ, თუ როგორ გავრცელდა პათოგენი ადამიანებში. ამ თვალსაზრისით, ქვეყნებს ნამდვილად აკისრიათ პასუხისმგებლობა ითანამშრომლონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ცზენ ისინმა განაცხადა, რომ ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგ გამოდის.

 

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, იგი შეცბუნდა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმა პირველად წაიკითხა, რადგან მასში მოცემულია ჰიპოთეზა, რომ ჩინეთის მიერ ლაბორატორიული პროტოკოლების დარღვევამ ვირუსის გაჟონვა გამოიწვია.

 

30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

 

25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.

right_banner right_banner
არქივი
right_banner