logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩის მრჩეველს საქართველოში, ჟულიენ კრამპს შეხვდა
- +

4 აგვისტო. 2021. 20:05

 

 

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩის მრჩეველს საქართველოში, ჟულიენ კრამპს შეხვდა

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ევროკავშირის ელჩის მრჩეველს საქართველოში ჟულიენ კრამპს შეხვდნენ.

 

მხარეებმა განიხილეს  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი, დაგეგმილი რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ურყევ მზაობას  ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საჭირო რეფორმების გატარებისთვის გაგრძელდეს აქტიური მუშაობა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ პროცესში.

 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ ევროკავშირის მედიაციით გაფორმებული შეთანხმების ხელის არ მოწერის პირობებში, პარტია ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე. ევროკავშირის მხარე დაინტერესდა მმართველი პარტიის ხედვით შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა გააგრძელოს კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან რეფორმების გატარების კუთხით და გადადგას საჭირო ნაბიჯები პროცესის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და დემოკრატიული პროცესის ჩარჩოში წარსამართად.

 

ქართულმა მხარემ, ასევე ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მოელის საერთაშორისო სადამკვირველო მისიების მიერ არჩევნების პროცესის  დაკვირვებას.

 

საუბარი, ასევე შეეხო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის განვითარებაზე და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის გზებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner