logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში
- +

27 სექტემბერი. 2021. 21:27

 

„დღესაა 27 სექტემბერი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, როდესაც ჩვენ დროებით დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე განაცხდა.

 

„ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ერთიანობა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ჩვენი მუსიკალური ვიდეორგოლი, სწორედ ამას გამოხატავს. კერძოდ, ჩვენს სწრაფვას მთლიანობისკენ, ერთიანობისკენ. ასევე ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ერთიანობისკენ, ისეთი ქვეყნისკენ და საზოგადოებისკენ, რომელსაც აერთიანებს სიყვარული. ესაა ჩვენი მუსიკალური რგოლის სულისკვეთება, ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სულისკვეთებაც“, - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner