logo_geo
eng_logo
ვინ არის 13 ადამიანი, ვისაც საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
- +

24 ოქტომბერი. 2021. 19:18

 

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.

 

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:

 

  1. რისმაგ გორდეზიანს - ქართველ მეცნიერს, ფილოლოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს, აკადემიკოსს.
  2. 2. აკაკი ნადარეიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
  3. 3. ირაკლი ფავლენიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
  4. რამაზ ყურაშვილს - ექიმ-ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
  5. დავით კვაჭაძეს - ფოტოგრაფს, ამავდროულად კრივის სამგზის ჩემპიონს და სპორტის დამსახურებულ ოსტატს;
  6. ლილი კინწურაშვილს - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, რომელიც უკვე 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება;
  7. 7. ელგუჯა ბურდულს - ცნობილ მსახიობს, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრს;
  8. 8. პაატა კერვალიშვილს - ფიზიკოსს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებულ მეცნიერს ატომური ენერგიის მიმართულებით.
  9. ინგა ჯიბუტს - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს, ტერმინოლოგს, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელს.
  10. ბადრი ქუთათელაძეს - მწერალს, პოეტსა და მკვლევარს, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატს, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, ღირსების ორდენის კავალერს;
  11. გრიგოლ ჩიგოგიძეს - თეატრმცოდნესა და ჟურნალისტს, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისის“ დამფუძნებელს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატს;
  12. დავით მუსხელიშვილს - ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსს.
  13. გივი ღამბაშიძეს - პროფესიით ზეინკალს, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო - ცოტნე წერეთელი

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner