logo_geo
eng_logo
ალექსანდრე გოგინავა: შესაძლოა, დამატებითი კლინიკების გახსნა გახდეს საჭირო
- +

23 იანვარი. 2022. 12:08

 

 

„შესაძლოა, დამატებითი კლინიკების გახსნა გახდეს საჭირო“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მძიმე პაციენტები უნდა მოხვდნენ ჰოსპიტლებში.

 

„პირველ რიგში დარტყმა მოხდება პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და გაიზრდება მიმართვიანობა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ რგოლის უფრო მეტად გაძლიერება მოხდეს და მეტი გადამზადებული ოჯახის ექიმები გვყავდეს. თუ ვერ გაუძლებს ამბულატორიული სექტორი ამ დატვირთვას, დარტყმა წამოვა ჰოსპიტალურ სექტორზე და გადაივსება საავადმყოფოები. შესაძლოა, დამატებით კლინიკების გახსნა გახდეს საჭირო. მძიმე პაციენტები უნდა მოხვდნენ ჰოსპიტლებში. თუ ამის სწორი ტრიაჟი ვერ მოხერხდა, ეს გამოიწვევს ქაოსს და შესაძლოა, ისეთი რეალობა მივიღოთ, როდესაც მსუბუქი პაციენტების ნაწილი იქნება ჰოსპიტლებში და მძიმე პაციენტები ვერ მოთავსდებიან საავადმყოფოში“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner