logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
- +

25 სექტემბერი. 2020. 13:53

 

 

 

25 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქო 238 ბლოკი (47 600 ღერი) ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე,  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner