logo_geo
eng_logo
სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 11:38

 

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ტაშისკარის სარწყავი სისტემის  აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

 

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან  წყალგამანაწილებელი არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

 

ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

 

აღდგენილი საირიგაციო არხით   5 სოფლის - ცხრამუხას, ქვიშხეთის, ოსიაურის, გომისა და აგარების მოსახლეობა ისარგებლებს.

 

სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner