logo_geo
eng_logo
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზთან არ დაუფიქსირებიათ რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზება
- +

23 ნოემბერი. 2019. 23:50

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან რუსული ჯავშანტექნიკის გააქტიურების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ ასეთი მობილიზება არ დაუფიქსირებიათ.

 

„მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამხრეთ ოსეთთან არ დაუფიქსირებია, არც ინფორმაცია მიუღია რუსული სამხედრო ტექნიკის ან პერსონალის მობილიზების შესახებ. აღნიშნულ ცნობებთან დაკავშირებით არ მომხდარა არც ცხელი ხაზის გააქტიურება“, – აცხადებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner