logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: რუბენ შუგარიანის ხსოვნას
- +

23 აპრილი. 2020. 21:58

 

 

პირადი ფოსტით სამწუხარო ამბავი მომივიდა.
რუბენ შუგარიანი გარდაცვლილა.

და იმ სამძიმრებს შორის, რომელიც სომხურმა მედიამ გამოკვეთა, ჩვენი თედო ჯაფარიძის წერილიც არის. ჩემი მეგობრები მწერენ, რომ "Тедо написал замечательный, очень искренний и очень человечный текст. Спасибо ему огромное."

 

რუბენ შუგარიანი სომხეთის ელჩი იყო შეერთებულ შტატებში. დიპლომატურ სამყაროში ავტორიტეტული, მშობლიურ ქვეყანაში კი დამოუკიდებლობისთვის მებრძილი გუნდის წევრად და პრეზიდენტ ტერ-პეტროზიანის თანამებრძოლად აღიქმებოდა. განათლებული, პრინციპული მოღვაწე გახლდათ.

 

ვაშინგტონში სტუმრობისას რამდენჯერმე შევხვდი მისი ქართველი კოლეგის წრეში, რომელიც რუბენისთვის ურყევ ავტორიტეტს წარმოადგენდა. საქართველოსადმი სიმპთიებს და სითბოს არ მალავდა და ხუმრობით იმასაც მეუბნებოდა რომ ნათესაური სისხლით არის ჩვენთან დაკავშირებული. მე კი იმავე ტონალობაში ვპასუხობდი, რომ მის ახლო ნათესავს გივი შუგაროვს შეიძლება მასავით გამოკვეთილი ტალანტი და განათლება არ ქონდა, მაგრამ ვერავინ შეედრებოდა ყველა დროის და წყობის მთავრობასთან საერთო ენის გამონახვაში. რუბენს ამაზე მზად ქონდა პასუხი, რომ ეს ეროვნულ-გენეტიკური ნიჭი თავის ნათესავს დაბადებიდან თან დაჰყვა და ამაში მას "ჩემპიონობა" ეკუთვნისო. ვეთანხმებოდი.

 

კარგი და მისაბაძია, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა ყელაფერ ადამიანურს არ კლავს. ამ მხრივ თედო ჯაფარიძის საქციელი, მისი გარჯა, რომ საგანგებო წერილით გამომშვიდობებოდა თავის უმცროს სომეხ მეგობარს, აშკარად სამაგალითოა.

 

ბრავო, ბატონო თედო!

 

https://mediamax.am/ru/column/121096/?fbclid=IwAR3BNGTxjhADAS0qQISr9xs97HFIowBZ8hNCJPiSdrjWi0gJxiRhrXlthC0

 

 

right_banner
არქივი
right_banner