logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ნუგზარ გაბრიჩიძე 70 წლის გახდებოდა- ძალიან დიდი კაცი იყო!
- +

27 აპრილი. 2020. 23:12

 

 

 

დღეს ნუგზარ გაბრიჩიძე 70 წლის გახდებოდა...

 

ადრეც დავწერე, მაგრამ ახლაც მინდა გავიხსენო, არეული დროა, "ბუტკების," უშუქობის და გაურკვევლობის... მეგობარმა მთხოვა, იქნებ მიშველო, ჩემი ძმა "ბუტკაში" ქალს ეჩხუბა და ახლა რომ დაიჭირონ, ავადმყოფი ბიჭია და დავიღუპებითო. რა მექნა, ვისარგებლე ნაცნობობით და ქალაქის პროკურორთან მივედი, ავუხსენი მდგომარეობა, როგორც იცოდა, მომისმინა გულისყურით, მერე გადარეკ-გადმორეკა და მითხრა - ამჯერად ხელს არავინ ახლებს, ჭკვიანად იყოსო... კარგა ხნის მერე ბატონი ნუგზარი შემხვდა და მკითხა:

 

- ნინო, ხომ კმაყოფილები არიან შენი ახლობლები, ის ბიჭი რომ არ დავიჭირეთო?

 

- ვაიმე, ძალიაააან, უღრმესი მადლობა ბატონო ნუგზარ!

 

- ხოოო, აბა, ჩემი ახლობლები არიან ძალიან უკმაყოფილო, შენი ნათესავი რომ ეჩხუბა, ის ქალი ჩემი ნათესავი ყოფილა, მაგრამ უკვე ნათხოვნი გქონდა და პირს ხომ არ გავიტეხდიო...

 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ნუგზარ გაბრიჩიძე- ძალიან დიდი კაცი იყო!!!

 

 

right_banner
არქივი
right_banner