logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სამართლებრივად, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი
- +

17 ოქტომბერი. 2020. 22:25

 

 

 

„მე როგორც იურისტი გეტყვით, რომ სამართლებრივად, კონსტიტუციით დადგენილია აკრძალვის საფუძვლები და სამართლებრივად, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

 

„2012 წლის მოწვევის პარლამენტმა უზარმაზარი საქმე შეკრა, რომელშიც მაშინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულია გაერთიანებული. დამკვიდრებული იყო სისტემური პრაქტიკა ადამიანის ღირსების შელახვის, წამების და ასე შემდეგ. არსებობს დანაშაულები ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ - ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება, რასაც მოსამზადებელი საუშაო უძღოდა წინ. ახლა დავით გარეჯის საზღვრის მონაკვეთზეა საუბარი, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე იყოს, რადგან კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას ეხება საქმე. მათ შემოხაზეს გაუქმებული საზღვრები იმ ოლქისა, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ, ეს იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რითაც დამატებით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და ამან ხელი შეუწყო რუსეთს, რომ განეხორციელებინა ამ ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და დღემდე ეხმარება ბორდერიზაციის პროცესის წარმართვაში - ეს ხომ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ცხადი დანაშაული. ეს დანაშაულები შეიძლებოდა გამხდარიყო ამ პარტიის აკრძალვის საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner