logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა მძევლებს შორის და მომდევნო დღეებში გავარჩიოთ ეს დამთხვევაა თუ არა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 02:35

 

 

“ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი თავისი მოქმედებებით, არსით, ფეისბუქის პოსტებით, რომელსაც გვარამიას ოჯახის წევრებთან აქვს თურმე, ახლობლური კავშირი, მერიაში მუშაობდა და უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი, აღმოჩნდა მძევლებს შორის”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ფესბუქზე წერდნენ, რომ მძევალი, რომლმაც თავდამსხმელის მოთხოვნები გააჟღერა, გვარამიას მამიდაშვილის ბავშვობის უახლოესი მეგობარია და გვარამიაც კარგად იცნობსო.

 

„სხვათაშორის, ფეისბუქზე პოსტი ვნახე, წერდნენ, რომ გვარამიას მამიდაშვილის ბავშვობის უახლოესი მეგობარია ეს მძევალი, რომელსაც გვარამიაც კარგად იცნობს. თავად თქვა არ ვიცნობო და ფაქტს მე ვერ ვადასტურებ, რადგან ჩემთვის წყარო სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაა. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და დავარქვათ ამას უბრალო დამთხვევა. მაგრამ ეს ფაქტია და მომდევნო დღეებში გავარჩიოთ ეს დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ზუგდიდში ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი თავისი მოქმედებებით, არსით, პოსტებით, რომელსაც გვარამიას ოჯახის წევრებთან აქვს თურმე, ახლობლური კავშირი, მერიაში მუშაობდა და უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი და ეს პირი აღმოჩნდა მძევლებს შორის. ვიღაცას აქვს უფლება, გამოთქვას თავისი ეჭვი და აზრი. მე თუ მკითხავთ, დღეს ამაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ამას დავანებოთ თავი. ფაქტი მოხდა და რატომ მოხდა ასე, დამთხვევა იყო ეს თუ არა, ეს ხვალ-ზეგ გაირკვევა. როდესაც შენ ხალხის გასაგიჟებლად, სიტუაციის ასარევად, ქაოსისთვის იყენებ იმ უმძიმეს ქეისს და ამ დროს ის გიკვირს, ვიღაცამ რომ თქვა ეს კაცი იქ როგორ აღმოჩნდა, რაშია საქმეო, ამაშია შეუსაბამობა. აქვე ჩემი მეგობრული საყვედური მინდა ვუთხრა ნინო ლომჯარიას. მე როგორც პოლიტიკოსს და პირველ რიგში, როგორც მოქალაქეს მაქვს უფლება, რომ მას ვუსაყვედურო, რაც მან თქვა, შესაძლოა, მართალი თქვა. ცალკე აღებული აუცილებელია ფსიქოლოგების ჩართულობაც და სწორი მიდგომა თითოეული მძევლის მიმართ. შესაძლოა, არ იყოს დრო ამ მძევალზე რაღაც ილაპარაკო, თუნდაც სერიოზული და დასაბუთებული ეჭვი გვქონდეს და დავუშვათ, რომ ამაზე საუბრის დრო შეიძლება არ იყოს, მაგრამ ამ დროს ათჯერ და ათასჯერ მეტი, წარმოუდგენელი პრობლემა რომ არის, პირდაპირ ეთერში რომ ჩართეს და საზოგადოებას პირდაპირ დაალაპარაკეს ტერორისტი, ამაზე რეაქცია რომ არ გაქვს, სასაყვედუროა სახალხო დამცველის მიმართ, ეს არ არის სწორი მიდგომა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner