reportiori.ge - დავით ბერძენიშვილი: როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდება სხვა ქვეყნის ჩინოვნიკი, ის არის კარგი და სახალისო სამუზეუმო ექსპონატი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 04 დეკემბერი, 2022. 23:06
პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდება სხვა ქვეყნის ჩინოვნიკი, ის არის კარგი და სახალისო სამუზეუმო ექსპონატი!
ავტორი: ანა ნოდია
05 ივნისი, 2015. 16:43


„წინ წელიწადნახევარია. დღევანდელი ყველა მონაცემი ადასტურებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება" ინარჩუნებს გამოკვეთილ პირველ ადგილს. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კოალიციამ გაიმარჯვოს არჩევნებში. თუმცა, კონკურენცია არსებობს", - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აკეთებს.

 

 

„ოპოზიციური პარტიები ვერ ჯგუფდებიან ერთად, ბურჯანაძის პარტია და ნაციონალები ვერ ერთიანდებიან, ვერც არჩევნებამდე და ვერც არჩევნების შემდეგ. ნაციონალებიდან 4 დეპუტატი წავიდა, იქით სააკაშვილმა გუნდი მიატოვა და ქვეყანას ზურგი აქცია. ჩინოვნიკობა მოუნდა და უხარია. მოკლედ, სამუზეუმო ექსპონატი გახდა. როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდება სხვა ქვეყნის ჩინოვნიკი, ის არის კარგი და სახალისო სამუზეუმო ექსპონატი, სხვა არაფერი! მაგრამ ეს ვითარება „ნაციონალურ მოძრაობაზე" მძიმედ აისახება. „თავისუფალი დემოკრატები" ამბობენ, რომ არ აპირებენ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან". არის „პატრიოტთა ალიანსი"... და ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის მუდმივი შემადგენელი ლეობორისტული პარტია და შალვა ნათელაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად „გვამკობს" „რესპუბლიკელებს". მე მადლიერი ვარ ყველა იმ საინფორმაციო საშუალების, ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის, ვინც ასულდგულებს ჩვენს პარტიას მუდმივად რესპუბლიკურ პარტიაზე საუბრით. მივესალმები შალვა ნათელაშვილის გააქტიურებას ამ ფლანგზე", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016