reportiori.ge - „დოგმატურ სტანდარტებში არ ვჯდები“ - დიზაინერ თიო ლომიძის ორიგინალური ნამუშევრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 15 აგვისტო, 2022. 14:53
კულტურა
„დოგმატურ სტანდარტებში არ ვჯდები“ - დიზაინერ თიო ლომიძის ორიგინალური ნამუშევრები
03 თებერვალი, 2016. 12:30



თიო ლომიძე  პროფესით დიზაინერია. თავდაპირველად, ეს მხოლოდ გატაცება იყო, შემდეგ კი ახალი კოსტიუმისა თუ აქსესუარის შექმნა მისი ცხოვრების ნაწილად იქცა.


ორიგინალურ სტილში გაკეთებულ  სამოსთან ერთად ხელნაკეთ აქსესუარებსაც ქმნის.  ხატავს ცხელ ბატიკაზე, აკვარელსა  და ფანქარში. აქსესუარებსა და სამოსში თექას იყენებს. მუშაობს ინტერიერის ნივთებზეც. სურს,  ამ  სფეროში ახალი განსხვავებული ხაზი შემოიტანოს.   


„თიონე" - ამ სახელწოდებით საკუთარი ნამუშევრების ბრენდად ჩამოყალიბებას აპირებს. ნამუშევრების გამოსაფენად ფეისბუქზე გვერდიც შექმნა, რომელიც დამთვალიერებლის დიდ მოწონებას იმსახურებს.


როგორც თავად, ამბობს საქართველოში  თექის დამუშავებისა და ტექნოლოგიის ტენდენცია არ მოსწონდა. ფიქრობს, რომ თექას თავისებური ხედვა სჭირდება. თავდაპირველად არ აპირებდა თექაზე მუშაობას, თუმცა შემდეგ სცადა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ თექა მისი ინსპირაციის წყაროა.


ნამუშევრებში ნატურალური მასალა ჭარბობს. იყენებს ტიხრულ მინანქარსაც. აქსესუარები ძირითადად  თოკებზე, ტყავზე, ბუნებრივ ქვებზეა აწყობილი.


„როგორც ტანისამოსი იკერება, შეიძლება ითქვას, რომ ისევე ვკერავ აქსესუარებსაც,  შესაძლოა, მთელი დღე დასჭირდეს. არ მინდა, ერთ კონკრეტულ სტილში ვიმუშაო, ვცდილობ, მხატვრობისა და გამოყენებითი ხელოვნების  ყველა დარგს დავეუფლო,  რომ შემდეგ  კოლექციაში იგრძნობოდეს, ეს საკუთარი ნააზრევის სრულყოფილად გადმოცემაში დამეხმარება".

 

სახელოსნოში, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, ყველა კუთხე დაყოფილია, როგორც აქსესუარებისთვის, ისე სამკერვალოსა და ხატვისთვის. მშვიდი და განსხვავებული შემოქმედებითი  არეალი მის თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა.

 

„დოგმატურ სტანდარტებში არ ვჯდები, ჩემი ნამუშევრები ფართო მასაზე არ არის გათვლილი".


სამომავლოდ პერსონალური გამოფენის მოწყობას ვგეგმავ, მინდა, საკუთარი შემოქმედება მრავალმხრივ წარმოვაჩინო და გამოფენას სხვანაირი დატვირთვა მივცე".  

 

ბუნების სიყვარულს ინსპირაციის წყაროდ მიიჩნევს, ბუნების, ამინდისა და ფერების სინთეზისგან განწყობას იღებს, ზეგავლენა კი მის ნამუშევრებში იგრძნობა.


თიოს  სურვილი Tbilisi Fashion week-ზე მოხვედრაა. ამჯერად ახალ კოლექციაზე მუშაობის პროცესშია.

 

თიოსთვის ეს საქმიანობა ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა, მუდამ ახლის ძიებაშია. მან  იპოვა გზა, რომელსაც დიდი სიყვარულით მიუყვება და თავის უბრალო და ამავე დროს გამორჩეულ შინაგან სამყაროში, საკუთარი შემოქმედებით გვახედებს.


ხელოვნება უნდა ასახავდეს არსებით განვითარებას, პროგრესს, რომ შემოქმედმა მწვერვალზე  საკუთარი ნავსაყუდელი აიშენოს, და თავისი სამყარო მკაფიოდ გადმოსცეს..."

 

 

 

 

 






























 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016