logo_geo
eng_logo
იგორ დოლგოვი: ქართველი ხალხის საქმეა, რომ მონახონ ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული
- +

6 დეკემბერი. 2019. 11:58

 

„ქართველი ხალხის საქმეა, რომ მონახონ ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა.

 

​როგორც დოლგოვმა აღნიშნა, დიალოგი არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გასაძლიერებლად.

 

„ჩვენ - ელჩები და დიპლომატები ველოდებით, რომ ხელი შევუწყოთ დიალოგს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. ეს ერთადერთი გზაა დემოკრატიის გასაძლიერებლად, რათა საქართველო განვითარდეს. ამიტომ ყველა თქვენი მეგობარი და პარტნიორი ვართ დაინტერესებული განვითარების ამგვარი გზით“, – განაცხადა დოლგოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner