logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე, დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი
- +

14 ივნისი. 2018. 15:14

 

 

„ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე, დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული.

 

„დღეს 5 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუ ვინ იქნება დასახელებული და გადაწყვეტილება, 17.00 საათზე გახდება ცნობილი“, - განაცხადა კალაძემ.

 

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა.

 

დასმული კითხვის პასუხად კახა კალაძემ განაცხადა, „გუნდში არის მსჯელობა, არის კანდიდატურები“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner