logo_geo
eng_logo
მოძრაობა „შენმოქმედმა“, პროექტ „ჩართესთან“ პარტნიორობით, წალკაში სოციალურად დაუცველ 20 უფროსკლასელს ლეპტოპები გადასცა
- +

8 აპრილი. 2020. 15:09

 

 

„20 ლეპტოპი - 20 უფროსკლასელს“, - სოციალურ ქსელში ქვეყნდება ინფორმაცია, რომ „სექტორი 3“-ისა და ფონდი „პროდემოსის“ ინიციატივის ფარგლებში სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედმა“, პროექტ Charte • „ჩართესთან“ პარტნიორობით, წალკის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 20 უფროსკლასელს ლეპტოპები გადასცა და ინტერნეტთან წვდომა მისცა.

 

ინფორმაციის თანახმად, სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის“ ერთ-ერთი ინიციატივაა, კომპიუტერი და ინტერნეტი ყველა ოჯახს ჰქონდეს.

 

„ინიციატივის ფარგლებში, „შენმოქმედი“ და „ჩართე“ ერთი მიზნით გაერთიანდნენ - დაეხმარონ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვთ და ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესში დისტანციურად ჩართვას.

 

გაიგე მეტი პროექტ „ჩართეზე“ და ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს თუნდაც 1 ლარად, რამდენიმე დაწკაპუნებაში აქ: https://charte.ge/

 

„შენმოქმედში“ ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესს, არასამთავრობო, საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

https://www.facebook.com/104555144471712/posts/130778198516073/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner