logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ეს კბილებდაკრეჭილი კუდ-ელები და სოდ-ელები შემოგვესეოდნენ ყველას...
- +

28 აპრილი. 2016. 22:47


„მათი მიზანია წყალი აამღვრიონ, შექმნან დაძაბულობის კერები, არ თაკილობენ იმასაც, რომ ბევრ სტრუქტურაში ცდილობენ ხალხის ჩანერგვას, იმ ხალხის „ყიდვას." მოდის ასეთი ინფორმაცია. კაცი, რომელიც მთელი ცხრა წელი ემსახურებოდა „ნაციონალურ მოძრაობას" როგორ შეიძება ის გადასხვაფერდეს?"- განაცხადა პოლიტპატიმარმა სულხან მოლაშვილმა გადაცემაში 2030 „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრისას.


მოლაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰყავს მცირე მხარდამჭერთა რაოდენობა, თუმცა საზოგადოებისთვის საკუთარი პიარის გაკეთებას ისინი მაინც ახერხებენ. ამიტომ ამ მხრივ ხელისუფლება და ხალხი მომზადებული უნდა იყოს.


 „ეს საფრთხე სააკაშვილის პერსონისაგან, თუ გავითვალისწინებთ იმ მცირეოდენი ხალხის მხარდაჭერას, მართლაც გასათვალისწინებელია. ჩემი სათქმელი არის მხოლოდ ის, რომ ნაცების ამ გამოწვევას ჩვენ ყველამ სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ."- განაცხადა მოლაშვილმა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკოსების არგუმენტები სასაცილოა.


„გუშინ არ უნდა დამჭირვებდა იმ ელმენტალური რაღაცის დამტკიცება, რომ ამ კაცმა, ვინც სული შთაბერა „ქართულ ოცნებას" მას საპრემიერო მანდატი კი არ ხიბლავდა, მან სასწორზე შეაგდო ოჯახის კეთილდღეობა. ეს კბილებდაკრეჭილი კუდ-ელები, სოდ-ელები შემოგვესეოდნენ ყველას, მოვლენები რომ სხვანაირად განვითარებულიყო. მა კაცმა თავსი სურვილით შემოიკრიბა ის ძალები, ვისაც დღეს ჩვენ ვხედავთ. ამას დანახვა უნდა!"- განაცხადა მოლაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×