top_leaderboard

ლევან კობიაშვილი: დღეიდან შეგიძლიათ, დაბადების დღე 26 მარტს მომილოცოთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„კიდევ ვერ ვიაზრებთ რა შევძელით. იმას, რაზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდით, დღეს ეს ყველაფერი ასრულდა. მინდა ეს გამარჯვება ყველას მივულოცო. ქართულ ფეხბურთს, თითოეულ მოთამაშეს, მწვრთნელს, გულშემატკივარს ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. უბედნიერესი ვარ. 46 წელი მეგონა, რომ 10 ივლისს ვიყავი დაბადებული, მაგრამ დღეიდან შეგიძლიათ დაბადების დღე 26 მარტს მომილოცოთ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

 

ასევე იხილეთ