top_leaderboard

ლევან კობიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველი გულშემატკივრების შეძახილებს გერმანიის სტადიონებზეც გავიგებთ

“წარმოუდგენელი იყო ის, რაც გუშინ სტადიონზე ხდებოდა. იყო რაღაც პერიოდები, როდესაც თამაშის დროს რაღაც გვიჭირდა, თუმცა იმხელა ემოცია და ხმაური მოდიოდა ტრიბუნიდან, რომელიც დარწმუნებული ვარ ფეხბურთელებს ძალიან ეხმარებოდათ”, – ამის შესახებ ყოფილმა „დინამოელმა“ და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE-“-ში განაცხადა.

„ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა გულშემატკივარი სანაკრებო თამაშებზე. ერთი თვით ადრე, ერთი დღეში იყიდება ბილეთები და არ მახსოვს ასეთი რამ როდის იყო. ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ბრენდინგის საშუალებით შევძელით, რომ გულშემატკივარი და გუნდი ერთმანეთს დავაახლოვეთ. მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, იმათ განსაკუთრებით, ვინც ვერ შეიძინა ბილეთი, თუმცა იყვნენ ქუჩებში, ოჯახებში და გულშემატკივრობდნენ ჩვენს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ამ შეძახილებს ჩვენ გერმანიის სტადიონებზეც გავიგებთ და ისინი [ქართველი გულშემატკივრები] ჩვენი ფეხბურთელებისთვის უდიდესი ძალა იქნებიან“, – განაცხადა კობიაშვილმა.

ასევე იხილეთ