top_leaderboard

რამდენს მიიღებს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე?

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა! ვილი სანიოლის გუნდმა ქართული ფეხბურთის ისტორია ევრო 2024-ის პლეი ოფში ორი ძალიან მნიშვნელოვანი დუელის მოგებით დაწერა და ჩვენი ეროვნული გუნდი გახდა 22-ე ნაკრები (და ბოლო დებიუტანტი), ვინც გერმანიაში ითამაშებს.

ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად.

გარდა იმისა, რომ ამ გამარჯვებით ნაკრებმა მთელი ქვეყანა გაახარა, ეროვნულმა გუნდმა ამით დიდი ფინანსური სარგებელიც მიიღო – ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნებისმიერ ნაკრებს €9.25 მილიონი ეკუთვნის.

ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოგებისთვის გუნდი დამატებით მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფრისთვის 500 ათასს.

ჯგუფიდან პლეი ოფის პირველ ეტაპზე გასვლა დამატებით €1.5 მილიონია.

¼ ფინალში გასვლა – €2.5 მილიონი

ნახევარფინალში გასვლა – €4 მილიონი

მეორე ადგილისთვის – დამატებით €5 მილიონი

ევროპის ჩემპიონი დამატებით მიიღებს 8 მილიონ ევროს

მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება გუნდმა მიიღოს 28.25 მილიონ ევროს შეადგენს.

ასევე იხილეთ