top_leaderboard

წელს ბათუმში 20 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რეაბილიტირდება

default

ბათუმში სამების პირველ ჩიხში სკვერის მშენებლობა დასრულდა.

აღნიშნულ მისამართზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საპარკო ინვენტარი, ასევე მოეწყო სანიაღვრე, განათების სისტემა და მწვანე სივრცე.

პროექტის ღირებულება 497 ათას ლარს შეადგენს.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმში წელს 20 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რეაბილიტირდება.

სამუშაოები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძეს ერთად დაათვალიერა.

ასევე იხილეთ