top_leaderboard
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: იქნება შეხვედრა როგორც ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში

„ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე ვიმსჯელებთ, ყურადღება დაეთმობა პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებების გაძლიერებას და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებისა და პრიორიტეტული მიმართულებების კიდევ უფრო გაღრმავებას”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც დღეს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ლიხტენშტაინს ეწვევა.

„იქნება შეხვედრა როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და გვექნება შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ კიდევ ერთხელ იმ საკითხების აქტუალიზება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად პრიორიტეტულია“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ