top_leaderboard

კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრების ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გამოტოვებს ამხანაგურ შეხვედრას შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი ლისაბონში 21 მართს გაიმართება.

პორტუგალიელთა დამრიგებელმა რობერტო მარტინესმა „ალ-ნასრის“ ფორვარდი გამოიძახა მარტის ორი ამხანაგური მატჩისთვის, მაგრამ რონალდო პირველ შეხვედრაში არ ითამაშებს.

ESPN-ის ინფორმაციით, შვედეთთან 39 წლის ფეხბურთელის უთამაშებლობის მიზეზი იმაში მდგომარეობს, კრიშტიანომ ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში მცირე დასვენება მოიწყო.

ასე რომ, რონალდო პორტუგალიის ნაკრებს სლოვენიასთან ამხანაგური მატჩის წინ შეუერთდება. ეს შეხვედრა 26 მარტს ლიუბლიანაში გაიმართება.

ასევე იხილეთ