top_leaderboard

Technosports-მა კვარაცხელია მსოფლიოს ათ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა

გამოცემა Technosports-მა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ათ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა.

„ფეხბურთი მუდმივად ვითარდება და ყოველ ახალ თაობასთან ერთად ახალგაზრდა ნიჭის ახალი ტალღა მოდის, რომელიც გულშემატკივრებს მთელ მსოფლიოში ხიბლავს. ამომავალი ვარსკვლავებით არც ახლანდელი თაობაა გამონაკლისი, რომელიც აჩვენებს განსაკუთრებულ უნარს, სიმწიფესა და პოტენციალს. ამ სტატიაში ჩვენ ვსაუბრობთ ათ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელზე, რომელიც მსოფლიო მოედნებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, – წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, Technosports-მა ტოპ ათ ახალგაზრდა ფეხბურთელში დაასახელდა ჯუდ ბელინგემი, პედრი გონსალესი, ბუკაიო საკა, პაბლო გავი, უილიამ სალიბა, ჯამალ მუსიალა, ედუარდო კამავინგა, იუსუფ მუკოკო და ალეხანდრო გარნაჩო.

„საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე გარემარბი ყურადღებას წარმოუდგენელი სისწრაფით, შესანიშნავი დრიბლინგით და საგოლე მომენტების შექმნის უნარით იპყრობს“, – ასე ასაბუთებს Technosports საუკეთესო ათეულში ქართველის დასახელებას.

ასევე იხილეთ