logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: წარმოუდგენელი რამ არის, ძალით ცდილობდეს ვინმე იმ ადამიანის პოლიტიკაში ჩართვას, რომელმაც პოლიტიკური სივრცე დატოვა
- +

4 აგვისტო. 2022. 11:46

 

 

„წარმოუდგენელი რამ არის, ძალით ცდილობდეს ვინმე იმ ადამიანის პოლიტიკაში ჩართვას, რომელმაც დატოვა პოლიტიკური სივრცე“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, საკითხებზე, რომლებიც განცხადებაშია ჩამოთვლილი, შინაარსობრივი მსჯელობა სწორად არ მიაჩნია.

 

„საკონსტიტუციო ცვლილება, რაც საარჩევნო ბარიერს უკავშირდება, 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებული ვერ იქნება, არც ერთ პუნქტში ეს არ არის. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას, ეს სააკაშვილის საკითხია და ამ პარტიის გადასაწყვეტია. თუ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხებზე მსჯელობს, ეს ერთმანეთთან ისაუბრონ, ამას ჩვენთან კავშირი არ აქვს. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას რაც შეეხება, წარმოუდგენელი რამ არის, ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა პოლიტიკური სივრცე, ძალით ცდილობდეს ვინმე მის პოლიტიკაში ჩართვას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ცნიბისთვის, „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჭიროა პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღოს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner