logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: მე გავხდები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის
- +

10 სექტემბერი. 2016. 13:07


 

მე გავხდები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რათა მოხდეს მათი ერთმანეთთან დაახლოება  და ყველა იმ საკითხის დროული მოგვარება, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ. მე გავხდები თითოელი მათგანის ლობისტი და ერთად გადავჭრით ყველა  პრობლემას, რომელიც სოფელს აქვს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ ბზვანის ე.წ.  ბაძგის უბანში გამართულ შეხვედრაზე. „ქართული  ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგლობრივებთან იმ ფორმულაზე ისაუბრა, რომლითაც იგი დეპუტატობის შემთხვევაში ხალხთან მუშაობას გეგმავს.

 

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის  მოსახლეობის 80 % გაზიფიცირებულია, დარჩენილია ჩიხები, სადაც ადგლიობრივებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, რაც დროულად უნდა მოგვარდეს და  მოხდეს  თითოეული ოჯახის გაზიფიცირება. სოფლების უმეტეს ნაწილს ასევე მოგვარებული აქვთ გზის პრობლემაც, მაგრამ რჩება მონაკვეთები, სადაც გავლა თითქმის შეუძლებელია და ხელისუფლებიდან სწრაფ რეაგირებას საჭიროებს", - განაცხადა „ქართული ოცნების" კანდიდატმა, ვანის  სოფელ ბზვანის ე.წ. ბაძგის უბანში  გამართულ შეხვედრაზე.



 

right_banner
არქივი
right_banner