logo_geo
eng_logo
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს
- +

18 ივნისი. 2021. 23:07

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს.

 

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 5698 -მა მოქალაქემ მიმართა განცხადებით, ცხელ ხაზზე განხორციელდა 8270 ზარი.

 

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონულმა ოფისებმა 5684 დაინტერესებულ პირს გაუწიეს სატელეფონო და პირადი კონსულტაცია, ჩატარდა 618 შეხვედრა მოსახლეობასა და სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

 

სახალხო დამცველმა ინდივიდუალური მიმართვების განხილვის შედეგად მოამზადა და შესაბამის უწყებებში გაგზავნა 107 რეკომენდაცია და წინადადება.

 

„ვისურვებდი, საქმიანი განხილვები იყოს უფრო მეტი, რომელსაც შეუძლია წინ ნაბიჯები რეალურად გადაგვადგმევინოს. დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა შედგება, გაგრძელდება და იქნება ძალიან ნაყოფიერი“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

„მოლოდინი მაქვს, გაგრძელდება წინა წლების ტენდენცია და პარლამენტი გაიზიარებს უფრო მეტ რეკომენდაციას. ვფიქრობთ, რომ პლენარულ სხდომაზეც ასეთივე საინტერესო განხილვები იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

სახალხო დამცველს მომავალ კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner