logo_geo
eng_logo
ISFED-მა კონსტანტინე შარაშენიძის წინააღმდეგ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა
- +

15 სექტემბერი. 2021. 14:27

 

ოზურგეთის მოქმედი მერისა და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატის წინააღმდეგ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შევიდა.

 

კონსტანტინე შარაშენიძეს წინასაარჩევნო შეხვედრისას ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებისთვის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ უჩივის.

 

საქმე ეხება 10 სექტემბერს, 18:00 საათზე გამართულ შეხვედრას, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამავე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა და კონსტანტინე შარაშენიძის მხრიდან ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებებს დაეთმო. კანონდარღვევა 2 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner