logo_geo
eng_logo
საახალწლო აქსესუარები ფენ-შუის მიხედვით, რომლებიც 2020 წელს იღბალს მოგიტანენ
- +

2 იანვარი. 2020. 16:31

 

ჩინურ ფილოსოფიაში არის გარკვეული წესები, რომელსაც ოჯახში წარმატება მოაქვს. არ შეგეშინდეთ - ავეჯის გადაადგილებას და ნივთებისთვის მდებარეობის შეცვლას არ ვაპირებთ, უბრალოდ გირჩევთ რამდენიმე აქსესუარის დამატებას დეკორაციაში.

 

 

წლის სიმბოლო

თაგვის პატარა ფიგურები დააწყვეთ იმ ოთახებში, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. როგორც ამბობენ, ამ ზონებში მაქსიმალურად არის თქვენი ენერგია განაწილებული, პატარა მღრღნელი კი მუდამ თქვენი ენერგეტიკული ველის სადარაჯოზე იქნება.

 

 

საახალწლო გვირგვინი

 

გვირგვინის დამზადება შეგიძლიათ ნაძვის ან ფიჭვის ტოტებისგან, ეს ტრადიცია სახლში ბედნიერებისა და წარმატების მომტანია. თუკი ფერადი გვირგვინის შერჩევას აპირებთ, აუცილებლად უნდა იყოს თეთრი ან ვერცხლისფერი.

 

 

ნაძვის ხის სათამაშოები მეტალისგან

 

სათამაშოებიდან ერთი მაინც უნდა გქონდეთ მეტალის, იმიტომ რომ მეტალის ვირთხის წელიწადი მოდის. შეგიძლიათ ინტერიერშიც დაამატო ასეთი მეტალები. რაც მეტია, მით უკეთესი!

 

 

ცვილის სანთლები

 

მაგიდის ცენტრში არ დაგავიწყდეთ სანთლების მოთავსება. ისინი სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნიან, ხოლო თაგვს სახლში მყუდრო გარემო ძალიან სიამოვნებს. ამასთანავე ცეცხლი ნეგატივისგან გაასუფთავებს გარემოს. მეორე ფერი ვირთხის წელიწადში არის ლურჯი, ასეთი ფერის სანთლები, ფენ-შუის მიხედვით, თავიდან აგარიდებთ ყოველდღიურ რუტინასა და წვრილმან პრობლემებს.

 

 

ჩინური მონეტები

 

მეგობრები დაპატიჟეთ ახალი წლის ღამეს? იდეა გვაქვს, როგორ გაახაროთ ისინი. დაგჭირდებათ მხოლოდ ჩინური მონეტები (ყველაზე გავრცელებული ატრიბუტი ფენ-შუიში). როგორც კი 12 ჩამოკრავს საათი, თითო მონეტა დაურიგეთ ყველას. ეს იქნება თილისმა, რომელიც კეთილდღეობას მოუტანს ყველას 365 დღის განმავლობაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner