logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: ვანო მერაბიშვილი სიკვდილამდე ციხეში უნდა იჯდეს!
- +

20 თებერვალი. 2020. 17:08

 

აგვისტოს ომისას კოდორი სწორედ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით დაუტოვეს უბრძოლველად მტერს“, - ამის შესახებ ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ვანო მერაბიშვილი ციხიდან კი არ უნდა გამოუშვან, იქ სამუდამოდ უნდა ჩააყუდონ! მაგას იმდენი საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი, სიკვდილამდე ციხეში უნდა იჯდეს!

 

აგვისტოს ომისას კოდორი სწორედ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით დაუტოვეს უბრძოლველად მტერს, თან იარაღის მთელი არსენალიც ხელუხლებელი ჩააბარეს მომხდურს ათასობით ამერიკულ ავტომატთან ერთად. სამი აჭარელი ბიჭი რომ ჩაცხრილეს „სამგორის“ მეტროსთან და ჯერაც გაუციებელ ცხედრებს ავტომატები მიუყარეს, აქაოდა, ციხეზე აპირებდნენ თავდასხმასო, ეგეც ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას მოხდა! 26 მაისს სისხლში რომ აბანავეს ხალხი, ეგეც ვანოს „შემოქმედებაა“! და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო?! თანაც, არ დაგავიწყდეთ, ვანო მერაბიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია!“ - აღნიშნა ჯაველიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner