reportiori.ge - „ლაივ-კონცერტის“ მმართველი, ზემფირას კონცერტის ორგანიზატორს ღია წერილით მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი, 2022. 18:24
კულტურა
„ლაივ-კონცერტის“ მმართველი, ზემფირას კონცერტის ორგანიზატორს ღია წერილით მიმართავს
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 16:23

კომპანია "ლაივ კონცერტის" ერთ-ერთი მმართველი, კირილ ხიმიჩევი ზემფირას კონცერტის ორგანიზატორ მაკა საბანაძეს ღია წერილით  მიმართავს. მომღერლის წარმომადგენელი, პრესაში გავრცელებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და დასძენს რომ, „ლაივ-კონცერტის" მისამართით გამოთქმული ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. „რეპორტიორი" ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


  "მაკა, საქართველოში ჩემი 3-თვიანი ვიზიტისას თქვენ მიმართ არაეთი პროფესიული კითხვა დამიგროვდა, მაგრამ იცოდით რა, ამის შესახებ, პირადაპირი პასუხის გაცემისგან თავს იკავებდით და ცდილობდით, ჩემთან მოლაპარაკება თქვენს მეუღლეს ეწარმოებინა. ამასთან, რაც თქვენ პროფესიულ საქმიანობას ეხებოდა, იტყუებოდით. ამიტომ პრესაში ჩემი და ჩემი კომპანიის მისამართით არაერთი ბრალდება გამოქვეყნდა. გთხოვთ, მიპასუხოთ კითხვებზე:

ფესტივალ "ოაზისისა" და ზემფირას კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Ticketpro Georgia", რომლის მფლობელიც თქვენი მეუღლე, ვალერი კაკულიაა. რატომ შეგყავთ ქართველი საზოგადოება გაუგებრობაში, რომ მთელი პასუხისმგებლობა 
ფესტიალის ვალებთან და ზემფირას კონცერტის გადადებასთან დაკავშირებით ლატვიურ კომპანია "ლაივ კონცერტს" ეკისრება.

კომპანია "მს კომპანის" ფესტივალის თანაორგანიზატორად ასახელებთ, საკუთარ თავს კი გამოცდილ ადამიანად, რომელსაც მჭიდრო და ფართო კონტაქტები აქვს ქართულ ბაზარზე. 
როგორც თაორგანიზატორი ვალდებულებებს იღებდით სპონსორების მოსაზიდად. ორივე ღონისძიების გასამართავად 100.000 ლარის მოზიდვას აპირებდით, რასაც ჩვენი საქმიანი ხელშეკრულება ადასტურებს. რითაც არაერთი ადამიანის ყურადღება მიიქციეთ და რეალურად კი არაფერი გაგიკეთებიათ (!), რამაც ფესტივალის კომერციული მარცხი გამოიწვია. რამაც გამოიწვია ის, რომ დროულად არ მოხდა ფესტივალის დაფინანსება, რომ უკრაინიდან ტექნიკური ჯგუფი ჩამოსულიყო, რომელიც ფესტივალს ტექნიკურად გამართავდა. ასევე ზემფირას კონცერტსაც. 

გახსენებთ, რომ თქვენმა დანაშაულებრივმა უმოქმედობამ ფესტივალის ჩაშლა გამოიწვია, რამაც მაიძულა, საქმეში სასწარაფოდ დამატებით 10.000 ევრო ჩამედო. თქვენ კი გამუდმებით იტყუებოდით, რისი დადასტურებაც იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებთანაც საქართველოში ყოფნისას ურთერთობა მქონდა. მხარდაჭერის გარეშე დარჩა ფესტივალი. ამან მეც დამაზარალა იქამდე, რომ ოჯახი სახსრების გარეშე დამირჩა, რის გამოც საქრთველოს დატოვება მომიხდა.

თქვენი ოჯახის კომპანია Ticketpro Georgia" იმ თანხის პაკეტს მართავდა, რომლითაც უნდა დაფინანსებულიყო ფესტივალი და ასევე ზემფირას 

კონცერტი. პირადად თქვენი დამსახრებით, სწორედ თქვენი მოქმედებითა თუ უმოქმედობით, კომპანია ფინანსური პრობლემის წინაშე აღმონდა. ამასთან, ჩემი სახელისა და რეპუტაციის შებღალვაც გადაწყვიტეთ... 

მე აუნაზღაურებლად დავხარჯე 110.000 ლარი. ამასთან, თქვენ ამ საქმეში 1.500 ევრო ჩადეთ, რომელიც იჩქარეთ და ბილეთების გაყიდვის შემდეგ აიღეთ. ასე მოხდა ზემფირას კონცერტზეც.


მოგიწოდებთ, გულწრფელად მიპასუხოთ ჩემ მიერ აქ დასმულ შეკითხვებზე და აიღოთ პირადი პასუხისმგებლობა მომხდარზე. საჯარო ბოდიში მოუხადოთ ჩემს ორგანიზაციას და შეწყვიტოთ ჩემი სახელისა და კომპანიის შეურაცხყოფა".


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016