top_leaderboard

ლევან კობიაშვილი: ყველაფერს მაღალ დონეზე დავაორგანიზებთ, რათა გუნდს ჰქონდეს საშუალება, რომ ღირსეულად ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე

“უახლოეს პერიოდში გავემგზავრებით გერმანიაში და უშუალოდ ვნახავთ თუ სად ვიცხოვრებთ და მოვემზადებით. ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე დავაორგანიზებთ, რათა ჩვენს გუნდს ჰქონდეს ყველა ის პირობა და საშუალება, რომ ღირსეულად ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე”, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

„ბოლო წლებში ფედერაციას პროფესიონალიზმის ის მაღალი საფეხური გვაქვს, რომ ჩვენს გუნდს და მოთამაშეებს ყველა პირობა შევუქმნათ, რათა მათ ღირსეულად ითამაშონ, და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. უახლოეს პერიოდში გავემგზავრებით გერმანიაში და უშუალოდ ვნახავთ, თუ სად ვიცხოვრებთ და მოვემზადებით. ეს შეგნებულად არ გაგვიკეთებია მანამდე, ზოგიერთი გუნდი სხვანაირად იქცევა – მათ შორის, მქონდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთს უკვე ყველაფერი შერჩეული და დაგეგმილი ჰქონდა. ჩვენ გვქონდა ასეთი გეგმა, რომ ჯერ მიგვეღწია შედეგისთვის და შემდეგ გვეზრუნა ყველაფერზე. საბედნიეროდ, ამის დრო და საშუალება გვაქვს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი და ვთამაშობდი გერმანიაში, ძალიან კარგად ვიცი იქაურობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვნახავთ, თუ სად მოგვიწევს ჩვენს გუნდს ცხოვრება და მომზადება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე დავაორგანიზებთ, რათა ჩვენს გუნდს ჰქონდეს ყველა ის პირობა და საშუალება, რომ ღირსეულად ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

 

 

 

ასევე იხილეთ