შვეიცარიის პრეზიდენტი ვიოლა ამგერდი მიიჩნევს, რომ უკრაინამ და რუსეთმა პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება უნდა დაიწყონ, საერთაშორისო საზოგადოებამ კი ამისათვის ნიადაგი უნდა მოამზადოს. ამის შესახებ ამგერდმა გლობალური მშვიდობის სამიტის გახსნისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის პროცესის შთაგონება, რუსეთიც ასევე ჩართული უნდა იყოს მასში, მომავალში,გარკვეულ მომენტში. ეს ყველასთვის გასაგებია. მოვამზადებთ ნიადაგს დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ვიოლა ამგერდმა.