leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინის ე.წ. სამშვიდობო ინიციატივის შესახებ დასავლეთის რეაქციაზე: კეთდება არაკონსტრუქციული ხასიათის ოფიციალური განცხადებები

“შვეიცარიის სამიტის მონაწილეებისთვის კრემლი არაფრის გადაცემას არ გეგმავს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ გვინდა შემდეგ ჯერზე უფრო არსებით და პერსპექტიულ ღონისძიებაზე შევიკრიბოთ,” – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვი ასევე გამოეხმაურა შვეიცარიაში ღონისძიების მონაწილეების რეაქციას ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ ე.წ. სამშვიდობო ინიციატივის მიმართ, რომლის თანახმადაც უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას.

„არის ბევრი ოფიციალური რეაქცია, არაკონსტრუქციული ხასიათის ოფიციალური განცხადებები”, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე იხილეთ