top_leaderboard

დმიტრო კულება: დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა

ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა აღიარონ, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა და უკრაინას აუცილებლად დასჭირდება მეტი დახმარება რუსეთთან საბრძოლველად.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაქო ამერიკელი პოლიტიკოსები უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები უნდა დაეხმარონ უკრაინას ქვეყნის განადგურების თავიდან აცილებაში.

„დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა“, – განაცხადა მან.

ასევე იხილეთ